суббота, 15 сентября 2018 г.

4 შეკითხვა, რომელიც ბავშვს ყოველდღე უნდა დაუსვათ
4 შეკითხვა, რომელიც ბავშვს ყოველდღე უნდა დაუსვათ
ხშირად ყოველდღიურ ქაოსში შვილებს მხოლოდ რამდენიმე წუთს ვუთმობთ. გვავიწყდება ან დრო არ გვრჩება მათთან სასაუბროდ. ამას მივყავართ იქამდე, რომ ურთიერთობა ხდება ფორმალური და მშობლებსა და შვილებს შორის უფსკრული დღითი დღე ღრმავდება. როგორ გავექცეთ ყოველივე ამას?

მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ საშუალოდ, დასაქმებული მშობელი ბავშვთან უშუალო ურთიერთობას (იგულისხმება პირისპირ საუბარი და არა ყოფითი ურთიერთობები) დაახლოებით 12,5 წუთს უთმობს დღეში. აქედან 8,5 წუთი იხარჯება დარიგებაზე, შენიშვნებსა და კამათზე. მეგობრულ, არაფორმალურ ურთიერთობაზე კი სულ რაღაც 4 წუთია დღეში... მწერალმა ჯეიმი ჰარინგტონმა იპოვა გამოსავალი ამ სიტუაციიდან.

-0:11
მან ჩამოაყალიბა 4 შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვა ბავშვს ყოველდღე. ჯეიმმა მოუთხრო Huffington Post-ის გამოცემას იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს დარჩეს კონტაქტში შვილთან, როცა პრაქტიკულად დასვენების გარეშე მუშაობს: ”სულ უფრო ცოტა დრო მრჩება ბავშვთან საკონტაქტოდ. მაგრამ მაინც ვახერხებ საღამოობით 15 წუთით გავესაუბრო თავის პრობლემებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ვთვლი, რომ ასეთი ურთიერთობით ”ვტოვებ კარს ღიად”, რათა აუცილებლობის შემთხვევაში მას თავისუფლად შეეძლოს მოსვლა და თავის პრობლემებზე გულახდილად ლაპარარ გეგონოთ, რომ ყველა ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე დიდხანს მესაუბრება ჩემი გოგონა. როდესაც არ აქვს ჩემთან საუბრის სურვილი, ერთი-ორი სიტყვით შემოიფარგლება. ზოგჯერ კი მისთვის საჭირბოროტო თემებს დიდხანს განვიხილავთ. მე ყოველდღე ვუსვამ 4 შეკითხვას და ყურადღებით ვუსმენ. 
მნიშვნელოვანია ბავშვს დაუსვათ ღია შეკითხვები. ისინი დახურული თემებისაგან იმით განსხვავდება, რომ ასეთ ღია კითხვებზე მხოლოდ ”კის” ან ”არას” ვერ უპასუხებენ. სწორედ ღია შეკითხვები ახდენენ სტიმულირებას, აღწერონ თავიანთი გრძნობები, შეაფასონ საკუთარი და სხვისი ქმედებები. მშობელი კი უკეთ შეიცნობს და გაუგებს თავის ბავშვს.“ 
ჯეიმი ჰარინგტონი
ფსიქოლოგი, მწერალი. 


მაშ ასე, 4 შეკითხვა, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ბავშვთან თბილი სულიერი კავშირი მაშინაც კი, თუ არ გაქვთ მასთან საურთიერთოდ ბევრი დრო. 


1. როგორ ჩაიარა დღემ? 
თუ დასაწყისში ბავშვი გპასუხობთ მხოლოდ - ”ცუდად”, ” ნორმალურად” და ა. შ., ნუ მოუწყობთ დაკითხვას და ძალით ნუ ამოგლეჯთ სიტყვებს. შეგიძლიათ უთხრათ: ”კარგი, თუ არ გინდა, ნუ მომიყვები. უბრალოდ იცოდე, რომ ჩემთვის ეს საინტერესოა. აი მე დღეს ვიყავი იქ, აქ, გავაკეთე ეს და ეს”... და ა. შ. დროთა განმავლობაში ყველაზე ჩაკეტილ ბავშვსაც კი მოუნდება თავისი ამბების გაზიარება. გამოცდილია პრაქტიკით! ქმრებთანაც კარგად მუშაობს ეს მეთოდი. 

2. როგორ აქვთ საქმეები შენს მეგობრებს? 
შეგიძლიათ, ჰკითხოთ ერთ კონკრეტულ მეგობარზე ან ყველაზე ერთად. მაგ: ”შენი აზრით, შენი მეგობრებიდან რომელი მომწონს ყველაზე მეტად? რატომ? მიამბე შენს ყველაზე ახლო მეგობარზე. შენი აზრით, რა დადებითი თვისებები უნდა ჰქონდეს მეგობარს? რომელი შენი მეგობრით ამაყობ ყველაზე მეტად? რატომ? რომ გაიგო, რომ შენმა მეგობარმა ქურდობა ჩაიდინა, რას იზამდი? ” გასაგებია,რომ ეს შეკითხვები სხვადასხვა ასაკსა და სიტუაციაზეა გათვლილი. 

3. რა მოხდა დღეს კარგი? 
ყველაზე წვიმიან, მოღრუბლულ დღესაც კი, როდესაც ცუდ ამინდს მათემატიკის საკონტროლოც ემატება, შეგიძლია დაფიქრდე და გაიხსენო პატარ-პატარა სასიამოვნო მომენტები. თუ არ გახსენდებათ, შეიძლება გამოგონებაც - საკუთარი თავის და ბავშვის გასამხიარულებლად. მაგალითად. უბრალოდ დაწექით და იოცნებეთ, სად და როგორ გაატარებთ დასვენების დღეებს. ასეთი ფანტაზიები აგავსებთ დადებითი ემოციებით თქვენც და თქვენს ბავშვსაც. 

4. გჭირდება ჩემი დახმარება? 
სთხოვეთ დაალაგოს თავისი ოთახი, მოამზადოს გაკვეთილები დამოუკიდებლად. თუ ვერ გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, აუცილებლად გთხოვთ დახმარებას. ოღონდ გახსოვდეთ, არ გააკეთოთ მის მაგივრად არაფერი, იმოქმედეთ ერთად. კიდევ ერთი რჩევა: ყურადღებით მოუსმინეთ ბავშვს, კომენტარი გააკეთეთ მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვი გთხოვთ. თქვენი თვალები უნდა იყოს ერთმანეთის პირისპირ. თუ ბავშვი პატარაა, დაიხარეთ ან აიყვანეთ ხელში, ან უბრალოდ დაჯექით მის გვერდით. ჩაეხუტეთ, ჩაჰკიდეთ ხელი. თუ არ ხართ ხასიათზე, აუხსენით ბავშვს პირდაპირ და უთხარით, რომ მოგვიანებით აუცილებლად მოუსმენთ და დაელაპარაკებით.

понедельник, 14 мая 2018 г.

გილოცავ,შენ უკვე პირველკლასელი ხარ!



                          
ძვირფასო მშობლებო! საერთო მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობა. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ორივე მხრიდან დანახული როლები – მასწავლებლის მიერ დანახული მშობლის როლი და, პირიქით, მშობლის მიერ – მასწავლებლის როლი.
მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ბევრად განსაზღვრავს მოსწავლის შემდგომ წარმატება-წარუმატებლობას. მშობლის მხარდაჭერასა და წაქეზება-გამხნევებაზე, შვილის  სწავლის პროცესით დაინტერესებაზე, სწავლისთვის შესაფერისი გარემოს შექმნაზე დიდწილად არის დამოკიდებული ბავშვის შემდგომი ბედი და მომავალი, თუმცა თუ თავ-თავის წილ პასუხიმგებლობას ორივე მხარე გაინაწილებს (მასწავლებელიცა და მშობელიც) მოსწავლის მიღწევების კუთხით, მაშინ გაცილებით მეტს მივაღწევთ.
მასწავლებლის ერთი უმთავრესი პროფესიულ მოვალეობათაგანია მოსწავლეების მშობლებთან ურთიერთობა. ამ ურთიერთობამ ხელი უნდა შეუწყოს სწავლებისა და სწავლის ეფექტიანობას. მოსწავლის აღზრდა-განათლებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში მასწავლებლისა და მშობლის როლი, ფუნქციები, ამოცანები და საბოლოო მიზნებიც კი ნაწილობრივ თანხვდება ერთმანეთს. სამაგიეროდ, სრული თანხვედრაა მათ ინტერესებში, ამიტომ მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობის ბუნებრივი და უალტერნატივო ფორმა თანამშრომლობაა.
სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ: იღებენ უკეთეს ნიშნებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა. მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც. სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას.
  ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ალბათ კიდევ ერთხელ დარწმუნდით  რომ მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობა აუცლებელი პირობაა დადებითი შედეგის მისაღწევად.
ახლა კი პირველი დავალება ყურადღებით დააკვირდით თქვენს პატარებს და განსაზღვრეთ რამდენად აქვთ განვითარებული სოციალურ-ემოციური უნარები:
 1.რიგის დაცვა
2. სხვების წარმატების გაზიარება, შექება
3. წარმატების საზეიმოდ აღნიშვნა
4. პირადი სივრცის პატივისცემა
5. ნივთების სხვებთან გაზიარება
6. დახმარების თხოვნის უნარი
7. მიიღო ადექვატურად როგორ წარმატება, ისე-დამარცხება
8. ნებართვის თხოვნის უნარი
9. კრიტიკის, შენიშვნის გამოხატვის უნარი
10. ემოციის შესაბამისი ტონის და ხმის ტემბრის გამოყენების უნარი
11. ბოდიშის მოხდა
12. მონაწილეობის მიღების უნარი
13. მოთმინების უნარი
mshoblebi

14. იყოს კარგი მეგობარი
15. დავალების შესრულების უნარი
16. იყოს კეთილი
17. სახელებით მიმართვის უნარი
18. სხვების წახალისების უნარი
19. მოთმინებით დალოდების უნარი
20. სწორი კომუნიკაცია
21. განსხვავებული აზრის მიღების უნარი
22. ყურადღებით მოსმენა
23. კონფლიქტის მოგვარების უნარი
24. მითითებების შესრულების უნარი
25. პარაფრაზირების უნარი
26. გუნდთან, ჯგუფში ყოფნის უნარი
27. სხვისი გამხნევების უნარი
28. ზრდილობიანად, სოციალურად მისაღები ფორმით შეწინააღმდეგება
29. გარისკვა
30. შენიშვნის მიღება
31. უნარი მიიღო ადექვატურად „არა“
32. მოსალოდნელი და მოულოდნელი ქცევების ერთმანეთისგან განსხვავება
33. იდეების გამოხატვა
34. სხვათა აზრის პატივისცემა
35. თვალით კონტაქტის უნარი
36. დათმობაზე წასვლის უნარი
37. მოლაპარაკების უნარი
38. ზრდილობიანად მოქცევის უნარი
39. წინდახედულობა
40. პატიების უნარი
41. პრობლემის გადაჭრის გზების ძიება
42. მოქნილობა
43. არავერბალური ენის გამოცნობა
44. საკუთარი ემოციების კონტროლი
45. სხვისი გრძნობების პატივისცემა
46. სხვისი პერსპექტივის დანახვა
47. იმის გაანალიზება, რომ შენი ქცევა გავლენას ახდენს სხვაზე
48. მშობლების პატივისცემა
49. უფროსის და უმცროსის გარჩევა
50. საკუთარი თავის კონტროლი
გარდა ამ ზემოთ ჩამოთვლილი სოციალურ-ემოციური უნარებისა,აუცილებელია შემდგომი სფეროების (უნარების) განვითარება,შემეცნებითი,ფიზიკური განვითარების,თვითმოვლა,მეტყველების განვითარება და წერისთვის მზაობა.
ერთი სიტყვით,ჩემო კარგებო,ურთიერთთანამშრომლობით, სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ყველა სიძნელეს გადავლახავთ!