ძვირფასო მშობლებო! საერთო მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობა. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ორივე მხრიდან დანახული როლები – მასწავლებლის მიერ დანახული მშობლის როლი და, პირიქით, მშობლის მიერ – მასწავლებლის როლი.
მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ბევრად განსაზღვრავს მოსწავლის შემდგომ წარმატება-წარუმატებლობას. მშობლის მხარდაჭერასა და წაქეზება-გამხნევებაზე, შვილის სწავლის პროცესით დაინტერესებაზე, სწავლისთვის შესაფერისი გარემოს შექმნაზე დიდწილად არის დამოკიდებული ბავშვის შემდგომი ბედი და მომავალი, თუმცა თუ თავ-თავის წილ პასუხიმგებლობას ორივე მხარე გაინაწილებს (მასწავლებელიცა და მშობელიც) მოსწავლის მიღწევების კუთხით, მაშინ გაცილებით მეტს მივაღწევთ.
მასწავლებლის ერთი უმთავრესი პროფესიულ მოვალეობათაგანია მოსწავლეების მშობლებთან ურთიერთობა. ამ ურთიერთობამ ხელი უნდა შეუწყოს სწავლებისა და სწავლის ეფექტიანობას. მოსწავლის აღზრდა-განათლებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში მასწავლებლისა და მშობლის როლი, ფუნქციები, ამოცანები და საბოლოო მიზნებიც კი ნაწილობრივ თანხვდება ერთმანეთს. სამაგიეროდ, სრული თანხვედრაა მათ ინტერესებში, ამიტომ მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობის ბუნებრივი და უალტერნატივო ფორმა თანამშრომლობაა.
სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ: იღებენ უკეთეს ნიშნებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა. მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც. სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას.
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ალბათ კიდევ ერთხელ დარწმუნდით რომ მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობა აუცლებელი პირობაა დადებითი შედეგის მისაღწევად.
ახლა კი პირველი დავალება ყურადღებით დააკვირდით თქვენს პატარებს და განსაზღვრეთ რამდენად აქვთ განვითარებული სოციალურ-ემოციური უნარები:
1.რიგის დაცვა
2. სხვების წარმატების გაზიარება, შექება
3. წარმატების საზეიმოდ აღნიშვნა
4. პირადი სივრცის პატივისცემა
5. ნივთების სხვებთან გაზიარება
6. დახმარების თხოვნის უნარი
7. მიიღო ადექვატურად როგორ წარმატება, ისე-დამარცხება
8. ნებართვის თხოვნის უნარი
9. კრიტიკის, შენიშვნის გამოხატვის უნარი
10. ემოციის შესაბამისი ტონის და ხმის ტემბრის გამოყენების უნარი
11. ბოდიშის მოხდა
12. მონაწილეობის მიღების უნარი
13. მოთმინების უნარი
14. იყოს კარგი მეგობარი
15. დავალების შესრულების უნარი
16. იყოს კეთილი
17. სახელებით მიმართვის უნარი
18. სხვების წახალისების უნარი
19. მოთმინებით დალოდების უნარი
20. სწორი კომუნიკაცია
21. განსხვავებული აზრის მიღების უნარი
22. ყურადღებით მოსმენა
23. კონფლიქტის მოგვარების უნარი
24. მითითებების შესრულების უნარი
25. პარაფრაზირების უნარი
26. გუნდთან, ჯგუფში ყოფნის უნარი
27. სხვისი გამხნევების უნარი
28. ზრდილობიანად, სოციალურად მისაღები ფორმით შეწინააღმდეგება
29. გარისკვა
30. შენიშვნის მიღება
31. უნარი მიიღო ადექვატურად „არა“
32. მოსალოდნელი და მოულოდნელი ქცევების ერთმანეთისგან განსხვავება
33. იდეების გამოხატვა
34. სხვათა აზრის პატივისცემა
35. თვალით კონტაქტის უნარი
36. დათმობაზე წასვლის უნარი
37. მოლაპარაკების უნარი
38. ზრდილობიანად მოქცევის უნარი
39. წინდახედულობა
40. პატიების უნარი
41. პრობლემის გადაჭრის გზების ძიება
42. მოქნილობა
43. არავერბალური ენის გამოცნობა
44. საკუთარი ემოციების კონტროლი
45. სხვისი გრძნობების პატივისცემა
46. სხვისი პერსპექტივის დანახვა
47. იმის გაანალიზება, რომ შენი ქცევა გავლენას ახდენს სხვაზე
48. მშობლების პატივისცემა
49. უფროსის და უმცროსის გარჩევა
50. საკუთარი თავის კონტროლი
გარდა ამ ზემოთ ჩამოთვლილი სოციალურ-ემოციური უნარებისა,აუცილებელია შემდგომი სფეროების (უნარების) განვითარება,შემეცნებითი,ფიზიკური განვითარების,თვითმოვლა,მეტყველების განვითარება და წერისთვის მზაობა.
ერთი სიტყვით,ჩემო კარგებო,ურთიერთთანამშრომლობით, სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ყველა სიძნელეს გადავლახავთ!